პარლამენტში ჩხუბია — დაგეგმილია რუსული კანონის განხილვა

2 weeks ago 19

გასულ ღამეს მშვიდობიანი მანიფესტაციის რამდენიმესაათიანი დარბევის შემდეგ დღეს, პირველ მაისს, საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონის მეორედ მოსმენაა დაგეგმილი.

პარლამენტში მივიდა ენმ-ის სასტიკად ნაცემი ლიდერი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც პოლიცია გაუსწორდა ფიზიკურად.

პარლამენტში დღესაც აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა. თუმცა სასესიო დარბაზში შეზღუდულია იქ მომუშავე მედიების მუშაობა.

სხდომის დაწყება რამდენიმე წუთია ფერხდება. დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, ამის მიზეზია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა, რომელმაც წუხილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო. აღნიშნულს პროტესტი მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან, დაპირისპირებაში ჩაერთნენ უმრავლესობის დეპუტატებიც.

აქუბარდიას ცნობით, ოპოზიციონერებს წიგნი ესროლა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზიდან გაძევებით ემუქრება.

ოპოზიციონერი და ოცნების დეპუტატები ერთმანეთს პარლამენტის შენობის ფოიეებშიც დაუპირისპირდნენ.

რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დედაქალაქში ჩამოსვლის ორგანიზება დააჩქარა გუშინ, 30 აპრილს გამართული საპროტესტო აქციის სასტიკმა დარბევამ.

მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს, სპეცრაზმელები სცემდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს,ლევან ხაბეიშვილს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 აპრილი-1-ელი მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯამში, 63 ადამიანი დააკავეს.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა