WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, რომელშიც 21 ოქტომბრის მონაცემებით, 7 მოსამართლეა, არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აცილების შესახებ.

პლენუმის შვიდივე წევრის აცილება მოითხოვა წინა ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანი წითლიძემ. მან წაიკითხა მოსამართლეთა ბიოგრაფია და შემდეგ თქვა:

„საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად...

მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, - თქვა წითლიძემ.

მან მოსამართლეები კლანის წევრებად მოიხსენია, რის გამოც სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ გააფრთხილა.

მხოლოდ სამი მოსამართლის აცილება მოითხოვა „ლელო - ძლიერმა საქართველომ“. პარტიის წარმომადგენლმა კახი სამხარაძემ თქვა, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი სერჟანტ როინ შავაძის საქმეში ზემდგომი პროკურორი იყო:

„ასევე ვაყენებთ ორი ახლად დანიშნული წევრის აცილების შუამდგომლობას, ეს არის გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი. 24 სექტემბერს შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ 3 დღეში დაინიშნა ეს ორი ახალი მოსამართლე. იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც წარმოადგინა საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში, ამ ორი მოსამართლის თანამდებობაზე განმწესებით, რომელიც სწორედ მათ ხელში იყო, მათი გავლენის ქვეშ იყო და ეფექტური კონტროლი სწორედ მათ ხელში იყო, რომ ეს ორი წევრი დაენიშნათ სასამართლოში, მოიპოვეს სრული გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სერგო მეთოფიშვილის და გოგა კიკილაშვილის აცილება დასაბუთებულია“.

მოსამართლეების აცილების საკითხს დაეთანხმა „კოალიცია ცვლილებისთვის“, „გახარიას საქართველოსთვის“ კი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

მასალა განახლდება