“პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს” – ვილი პაჭკორია აქციებზე დაზარალებულების მკურნალობაზე

1 day ago 2

4

“კლინიკების ასოციაციის” დამფუძნებელი ვილი პაჭკორია, ექიმის ბრიფინგზე, სადაც დასახელდა ერთ–ერთი კაფსულის სახელი, რომელსაც გომელაურის დაჯგუფება ესროდა მშვიდობიან მომიტინგეებს და ისაუბრეს იმაზე, რომ ამდენი დღის მერეც კი, ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამბობს:

სად არიან ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები, დღემდე რატომ არ მიეწოდა კლინიკებს, იმ ნივთიერებათა შესახებ ინფორმაცია, რომელიც იქნა გამოყენებული დარბევების დროს და რატომ არ იქნა გაიდლაინები და პროტოკოლები შედგენილი კლინიკებში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს შემდეგ მკურნალობაზე, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს.

თვეზე მეტი გავიდა რაც ძალოვანებმა მოქალაქეების დასარბევად ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და მოქალაქეებს დღემდე აქვთ სხვადასხვა სიმპტომი, რომელიც თავიდანვე აღენიშნებოდათ.

სრულად წაკითხვა