No 8 penitentiary facility in Gldani, Tbilisi. Photo: Public Defender's Office of Georgiaდავით ფეიქრიშვილი, რომელსაც მედიაში საქართველოს კრიმინალურ სამყაროსთან აკავშირებენ, „მრავლობითი დაზიანებებით“ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ადვოკატის განცხადებით, გლდანის ციხეში მას ასევე კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფი სხვა პატიმრები გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთან მათ წარსულში კონფლიქტი ჰქონდათ.
ფეიქრიშვილის დედა და ადვოკატი აცხადებენ, რომ თავდამსხმელები მისგან ტელეფონის განბლოკვის კოდს ითხოვდნენ. მათი თქმით, ეს პირები დააკავეს და ფეიქრიშვილის საკანში სწორედ იმ მიზნით მოათავსეს, რომ მისგან აღნიშნული ინფორმაცია მიეღოთ. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეიქრიშვილზე თანასაკნელებმა იძალადეს. უწყების მტკიცებით, მან დაზიანებები თავად მიიყენა, ხოლო გავრცელებულ ბრალდებებს უწყების „დისკრედიტაციის“ მცდელობა უწოდა.
This post is also available in:
Read Next
16/10/2026 - 15:09
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი დააკავეს
15/10/2026 - 20:14
პენიტენციური სამსახური: ქუთაისის ციხეში ორსართულიანი საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად პატიმარი გარდაიცვალა
14/10/2026 - 18:35
სექსუალური ძალადობის ბრალდებების ფიგურანტმა ბადრაგმა პენიტენციური სამსახური დატოვა
06/10/2026 - 18:21
ძალადობის შესახებ ახალ ბრალდებებსა და დაძაბულობას ციხის სკანდალის გამწვავება მოყვა
05/10/2026 - 13:12
რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება
02/10/2026 - 19:00
civil ახალი ამბები