პატიმრების სტატისტიკა – “სამ ციხეშია პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ გადაცილებული” – გიორგი ბურჯანაძე

2 hours ago 3

“ღია საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკა გასაჯაროვდა:

❗12,135 პატიმარი იყო 31 მაისის მდგომარეობით ქართულ ციხეებში.

მიუხედავად იმისა, რომ 661-მა პატიმარმა დატოვა ციხე სხვადასხვა საფუძვლით (ვადის გასვლა, გირაო, პირობითი მსჯავრი, ა.შ), აპრილთან შედარებით 186-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა.

📢სამ ციხეშია პატიმართა დასაშვები ლიმიტი საგანგაშოდ გადაცილებული:

🔴ქსნის #15 – 57%-ით მეტი პატიმარია

🔴გლდანის #8 – 32%-ით მეტი პატიმარია

🔴ქუთაისის #2 – 30%ით მეტი პატიმარია

❗ასევე, 2026 წლის მაისში, სასამართლოს გადაწყვეტილება არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების შესახებ სულ 1 674 პირის მიმართ იქნა გამოტანილი.

სრულად წაკითხვა