“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს.
როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ოპოზიციის ნაწილი “ლაყბობს” და “მოქმედების” ეშინია.
“გეყოთ გამბედაობა, აზრდზე მოდით, ყურები გამოიჩხიკეთ” – ამბობს დაკავებული.
ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ, რომ მერე უნდა იმოქმედოთ…
აი, ხვალ გავიმარჯვებთ, აი, ზეგ. 2008 წელს ანწუხელიძეს რომ ეთქვა, ახლა დავაფურთხებ ამ დროშას და მერე ვიბრძოლებო. ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი და ყოველი დღე საქართველოსთვის დაკარგულია. ქიმიური იარაღი გამოიყენა გგდ-მ. მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს… თქვენ კიდევ ელოდებით, როდის გავხდებით კამბოჯა…
ყოველი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. ტროტუარზეც გიკრძალავენ დგომას. ეს არ არის თამაში… სახლში მოგივარდებიან. სამასამადე პოლიტპატიმარია. როგორ გრძინავთ? როგორ ხართ სახლებში? აა, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ? თურმე, უნდა ვაღიარო, როგორ ვუთხარი გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ. ეს თურმე ქრთამის შეთავაზებაა, ქრთამი მოიკითხეთ თქვენსკენ…
9 შვილის დედა ათრიეს ქუჩაში და თქვენ უყურეთ ამას. გეყოთ გამბედაობა, რომ ყელყელაობთ ტელევიზორებში. ეს ხალხი შეიცოდეთ, ასე არ შეიძლება. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია.
უაზროდ კამათობთ ერთიანობაზე, ერთიანები ხართ ისედაც. მითხარით სად არის განსხვავებული პოზიცია თქვენს შორის? – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. ყველაზე მეთად ერთმანეთი ვისაც გეზიზღებთ, ისინიც კი ერთიანები ხართ ამ საკითხზე. თუმცა მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ, რადგან გეშინიათ”- თქვა ხაბეიშვილმა.
100 ათასი უნდა აპროტესტებდეთ! რა ქნან დილეგში გამოკეტილმა ხალხმა? – აცხადებს ენმ-ის ლიდერი.
მისივე თქმით, ახლა ერთიანობაზე კამათს ჯობია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავდიეს გარეთ და უფრო მეტმა ადამიანმა იბრძოლოს მათთვის, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ახლა სასჯელს იხდის.
თუ არაფერს აკეთებთ, ამდენი ხალხი რომ ციხეშია, მაშინ უთხარით ითანამშრომლონ და გამოუშვებენ – თქვა ენმ-ს პოლიტსაბჭოს ლიდერმა სასამართლო პროცესზე.
სანამ შიში იქნება ჩვენსა და რეჟიმს შორის, მანამდე ვიქნებით დამარცხებულები. აღიარეთ, რომ სამწუხაროდ, ამ დრომდე ვართ დამარცხებულები.იმიტომ, რომ ყოველდღიუად 50- 100 ათასი ადამიანი უნდა აპროტესტებდეთ.
საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ შიში. არც მე მინდა ციხეში, თქვენ გგონიათ მსიამოვნებს ციხეში ყოფნა? საერთოდ არ მინდა. მაგრამ უნდა დაამარცხოთ ეს შიშები. საქართველოს ბედი წყდება დღეს, მშვიდად ნუ გძინავთ! ყურები გამოიჩხრიკეთ ყველამ და იბრძოლეთ. 6-070 წლის ადამიანები ციხეში ჩაყარეს, სოციალურად დაუცველები, დაავადებულები, ახალგაზრდა ბიჭები ციხეში სხედან, გეყოთ გამბედაობა, გამოდით და უთხარით, ითანამშრომლონ და გამოვიდნენ ციხიდან.მართლა ყელში ამოვიდა ბუტაფორია, მოგონილი ვიღაცა ე.წ. პოლიტიკოსები. უნდა გესმოდეთ, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქის ხელშია საქართველოს ბედი.
არაფერი გასაყოფი არ გაქვთ, ერთმანეთთან კონფლიქტსაც იგონებთ, იმიტომ, რომ თუ კონფლიქტი არ გაქვთ, მერე რას აკეთებთ, არ იცით. განა არ იცით, უბრალოდ გეშინიათ. მე ყველა ჩემს პროცესს გამოვიყენებ, რომ საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე. არ შეიძლება მუდმივად რიგითი მოქალქის, აზა ჩილაჩავას და რუსუდან კობახისნაირი ადამიანი აჩვენებდეს მხოლოდ გმირობას და დანარჩენები ყელყელაობდეთ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილები. არავის არ აინტერესებს თქვენი ლაპარაკი,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·