პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში „სამშობლოს სიყვარულით“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

1 week ago 17

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში ერთიანობასა და მშვიდობაზე გაამახვილა ყურადღება. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა „ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა“.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებას სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

„ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა