WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პედაგოგი, რომელსაც ორივე ვაჟი ტრაგიკულად გარდაეცვალა ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ცნო­ბი­ლმა მას­წავ­ლე­ბე­ლმა ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მისი უმ­ცრო­სი შვი­ლის და­ი­ღუ­პის შესახებ აცნობა.

გა­სულ წელს, ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი, ექი­მი-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი გი­ორ­გი გელ­დი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ამის მი­ზე­ზად იმ­ხა­ნად ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­სა­ხელ­და.

პედაგოგი მისი ტკივილის გაზიარებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

“გამიკვირდა?! ტყუილს არ ვიტყვი და ვიცოდი, რომ ზოგიერთ ადამიანს, ნაცნობს თუ უცნობს, ვუყვარდი, რადგანაც მე ყველანი მიყვარხართ,მა გ რ ა მ ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი ადამიანი გაიზიარებდა ჩემს გაუჩერებლად სისხლმდინარე ტკივილს. ამდენი კომენტარი, ამდენი პირადი მესიჯი – მაპატიეთ, რომ ჯერ ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პირადად მადლობის გადახდას, ალბათ ამასაც შევძლებ ნელ-ნელა.

აქ კი ყველას დიდ მადლიბას გიხდით და გისურვებთ, რომ სულ გახარებული ყოფილიყავით თქვენი შთამომავლობით!” – წერს ნინო გელდიაშვილი.