პენიტენციური მზია ამაღლობელზე I განცხადებას ავრცელებს შიმშილობის მე-16 დღეს

1 day ago 1

მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-6 დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პენიტენციური აცხადებს, მზია ამაღლობელი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

„მზია ამაღლობელი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.

ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს“, – ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა