პენსიონერი იოსებ ხეოშვილი გზის გადაკეტვის საბაბით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

2 hours ago 3

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გზის გადაკეტვის საქმეზე 72 წლის პენსიონერი, შშმ პირის სტატუსის მქონე იოსებ ხეოშვილი 5 0000 ლარით დააჯარიმა.

შშმ პირის სტატუსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პატიმრობას გამორიცხავს.

იოსებ ხეოშვილის წინააღმდეგ შსს-მ სულ ხუთი საქმე აღძრა, საქმეების განხილვა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოსამართლესთან გაიმართა. ის ერთხელ უკვე დაჯარიებულია 5 000 ლარით - ჯამში 10 000 ლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი.

იოსებ ხეოშვილი მარტოხელაა, მხოლოდ დეიდა ჰყავს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემების გამო, გადაადგილება უჭირს

დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე მას კონკრეტულად ედავებოდნენ, 24-25 ოქტომბერს გზის გადაკეტვას.

„მე არ ვიძახი, რომ გზის გადაკეტვაში არ მიმიღია მონაწილეობა. არის შემთხვევა როცა მე უკვე გადაკეტილ გზაზე გადავედი...“, - თქვა იოსებ ხეოშვილმა სასამართლო სხდომაზე.

შსს-ს იურისტის თამთა ქიმბარიშვილის სიტყვებით, კამერების ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს, რომ იოსებ ხეოშვილი ხალხის ნაკადთან ერთად გადადის გზის სავალ ნაწილზე და იქ რჩება 22-23 წუთის განმავლობაში, ანუ 15-წუთიანი ლოდინი დრო, რასაც პოლიციელები აძლევენ, გასულიაო.

„ვიცით, რომ ვერ დავაპატიმრებთ ამიტომ ვითხოვთ მის დაჯარიმებას“ - თქვა თამთა ქიმბარიშვილმა.

ადვოკატი ვერიკო გაგუა მოსამართლეს მოუწოდებდამ გამოიყენებინა ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი და იოსებ ხეოშვილისთვის მხოლოდ შენიშვნა გამოეცხადებინა.

72 წლის პენსიონერი რამდენჯერმე დააკავეს, პირველად, როცა პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე გადავიდა და ქუჩაზე დაწვა. ის პოლიციამ დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა, რა დროსაც ფეხსაცმელები გაძვრა. მან იზოლატორში მთელი ღამე ფეხშიშველმა გაატარა.

დღესვე მოსამართლე კობა ჩაგინავამ 1-დღიანი ადმინისტაციული პატიმრობა შეუფარდა, მანამდე გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ კოკო მიქაიას.

განახლებული კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება სასჯელად, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

სრულად წაკითხვა