“პერსონალურად მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – თქვენი დრო იწურება, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ მოეგოთ გონს და წახვიდეთ ამ ქვეყნიდან” – გიორგი ვაშაძე

1 week ago 2

გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში გაკეთებულ ბრიფინგზე, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური შეფასებები მისცა აშშ-სა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს სამართალდამცავებსა და ბიძინა ივანიშვილს:

ქართველი ხალხის ერთსულოვნებასა და ურყევ ბრძოლას აქვს ძალიან სერიოზული შედეგები და მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. აშშ-მ დაასანქცირა ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე, ხოლო ბრიტანეთმა გომელაურის, დარახველიძის, ხარებას, ლაგაზაურის და თამაზაშვილთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ბრიტანეთის მთავრობის განცხადება, რომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინირებულად, ამ კუთხით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სანქციები გაგრძელდება როგორც ქვემოთა მიმართულებით, ასევე ზედა მიმართულებით. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არც ერთი, ვისაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი და ძალადობს ადამიანებზე.

სამი მთავარი გზავნილი, რაც მინდა გითხრათ:

1. პროტესტი, პროტესტი და პროტესტი!

2. ⁠მივმართავ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასამართლოს წარმომადგენლების ჩათვლით, რაც შეიძლება სწრაფად გაემიჯნეთ რეჟიმს, რომელიც ცდილობს დანაშაულებრივ სქემაში მოგაქციოთ!

3. ⁠პერსონალურად მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – თქვენი დრო იწურება. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ მოეგოთ გონს და წახვიდეთ ამ ქვეყნიდან, შეეშვათ საქართველოს და ქართველ ხალხს დაუთმოთ ეს ქვეყანა!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სრულად წაკითხვა