“პირველად გამიჩნდა შიშის გრძნობა” – თინა ხიდაშელი

3 days ago 2

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი:

“სიმართლე რომ გითხრათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად გამიჩნდა ერთგვარი შიშის გრძნობა. საერთოდ აღარაფერს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი სცენარი არის ერთმანეთზე უფრო ცუდი. ანუ სცენარი ერთი, როდესაც ეს უბრალოდ, კობახიძემ მოიგონა და გადაწყვიტა, რომ 5 წუთიანი ტყუილით ეცხოვრათ მის მომხრეებს გუშინ. მეორე ვერსიაა, რომ იმდენად წარმოდგენა არ აქვს საქართველოს საელჩოს ევროკავშირში რა ხდება, რომ ეს ისტორია მათ შეთხზეს უფროსის საამებლად და მესამე ვარიანტია, რომ ივანიშვილის თავში იხარშება ეს ტყუილები, ეს წარმოუდგენელი ქვეყნის რეპუტაციის შემლახავი ისტორიები, იმისთვის, რომ მერე „იმედმა“ საღამოს თავის გამოშვებაში, 36 წუთის განმავლობაში აჟიტირებულმა ილაპარაკოს, ჟურნალისტებმა ერთმანეთის მიყოლებით, ექსპერტებმა ერთმანეთის მიყოლებით როგორ იზრდება კობახიძის მხარდამჭერების რიცხვი.თვითმარქვია პრემიერმა სამ დიდ ევროპულ სახელმწიფოს, G7 ქვეყანა სახელმწიფოს, იტალიას მათ შორის, დააბრალა წარმოუდგენელი ტყუილი. ამას არავინ აპატიებდა, რა თქმა უნდა. სად, რომელ თავში მოიხარშა ეს ტყუილი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იმის მიხედვით, ეს ვინ მოიგონა, შეგვიძლია, გავსაზღვროთ საფრთხის ხარისხიც.”

“მაინც მადლობა რუმინეთს…” – კობახიძის პირველი კომენტარი

სრულად წაკითხვა