WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის პროდიუსერი, არაერთი გადაცემის ავტორი მზია ლომთათიძე.

მზია ლომთათიძე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა პირველი არხის შემეცნებით-გასართობი, საბავშვო პროგრამების, ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების რედაქციებში, შემოქმედებითი გაერთიანება „ხელოვნების“ თეატრალურ განყოფილებაში და სხვა. იყო სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერი.

ბოლო წლებში მზია ლომთათიძის ავტორობითა და პროდიუსერობით იქმნებოდა გადაცემები – „ძველი აფიშა“, „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“.

მისი ავტორობით მომზადებული არაერთი გადაცემა არის პირველი არხის ოქროს ფონდის კუთვნილება და მრავალ თაობას შემოუნახავს უნიკალურ აუდიო-ვიზუალურ მასალას.