3
სპეცრაზმის ძალადობაზე საუბრობს “პირველებთან” ზურაბ შონიაც, აქტივისტი, რომელიც ამბობს, რომ დიღომში პოლიციამ სასტიკად სცემა.
აქტივისტს ხილული დაზიანებები მთელს სახეზე და სხეულზე ახლაც ეტყობა. ახალგაზრდამ “ინგოროყვას კლინიკა” დღეს დატოვა.
მზარეული, რომელიც პროევროპული აქციებიდან გაიცნო ხალხმა, ამბობს, რომ არ ახსოვს გაატარეს თუ არა სპეცრაზმელების ე.წ. კორდონი და აღმოჩნდა თუ არა ის “ხარებას” წინაშე.
“დამიჭირეს, მცემეს, მომხდარის შესახებ დეტალურად მას შემდეგ მოვყვები, რაც იურისტებს შევხვდები. სანამ ავტომობილამდე მიმიყვანდნენ, მანამდე გამისწორდნენ. მანქანაში პატრული ნორმალურად მექცეოდა”- ამბობს სასტიკად ნაცემი მომიტინგე.