“პირველი ქმედება დაიწყება უკვე, ამ საღამოსვე” – პრეზიდენტი

2 weeks ago 19

9

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პირველი ეტაპი რაც მასობრივი საპროტესტო აქციების პარალელურად უნდა დაიწყოს არის საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა.

“რაც შეეხება, იმას საითკენ მივდივართ. ეს პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება ერთად. რაც დღეს გამოიკვეთა და რაც გამოიკვეთება კიდევ უფრო მომავალ პერიოდებში, როდესაც ჩვენ გვექნება კიდევ შეხვედრები სხვადასხვა ფორმატებში, არის ის რომ არამხოლოდ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, მაგრამ პირველი ეტაპი და პირველი ქმედება რაც უნდა დაიწყოს და რაც დაიწყება უკვე, ამ საღამოსვე, ბათუმში არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს აქვთ ხელში იმისი უზარმაზარი საშუალება და უნიკალური ქვეყნის ისტორიაში და ადამიანის ისტორიაში, რომ გადაწყვიტონ ეს ძალიან ღრმა კრიზისი ქვეყნის, რომელიც არ ვიცით როგორ შეიძლება და საითკენ შეიძლება წავიდეს. გადაწყვიტონ ეს კრიზისი და ეს კრიზისი გადაწყვიტონ პოლიტიკურ ჩარჩოებში და კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

ამის მაგივრად საკონსტიტუციო არათუ არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ჯერ არც ნიშნავს სხდომას. ასე რომ მთელი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების, ამ დღეებში, უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი, რომელიც შეტანილი არის და რომლის გადაწყვეტა პოზიტიურად დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. სტატუს კვო ანტე, არჩევნები არ შემდგარა, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური მაგრამ ძველი პარლამენტი დაბრუნდება და ჩვენ გვექნება გარდამავალი ძალიან სტაბილური სვლა ახალი არჩევნებისკენ.

ეს არის მეორე მოთხოვნა. პირველი ეტაპი არის ეს საკონსტიტუციო სარჩელი, მაგრამ ამის იქით ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა და მხოლოდ ერთი, რომელიც ასევე არის კონსტიტუციური მოთხოვნა. როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა ერთადერთი გზა სტაბილური, მშვიდობიანი რაც არსებობს მსოფლიოში არის ახალი არჩევნები,” – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სრულად წაკითხვა