განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:
formebi.emis.ge
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:
🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;
🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
paraleli პოლიტიკა