პირი, რომელიც მართვის მოწმობებს, გდდ-სა და მერიის საშვებს აყალბებდა, დააკავეს

6 days ago 2

სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს. მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა” – წერს შსს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, გ.ო.-სგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.

სრულად წაკითხვა