პოდკასტების კონკურსი – NEO FEST -2025 – ის გამოსავლენად

2 weeks ago 10

NEO TV აცხადებს პოდკასტების კონკურსს, NEO FEST – 2025 – ის მფლობელის გამოსავლენად. დაინტერესებულმა პირებმა [email protected] – ზე უნდა გამოგზავნონ ვიდეო პოდკასტი (mp4 ფორმატი), რომელიც უნდა პასუხობდეს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ევროინტეგრაციის, საგარეო კურსის და დემოკრატიული პროცესების შესახებ. გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური ჯილდო და ფულადი პრიზი, ივნისის ბოლოს დაგეგმილ NEO FEST-2025 – ის ღონისძიებაზე. მისი ნამუშევარი კი გამოქვეყნდება NeoTv.GE ზე.

ვიდეომონოლოგის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს და ის უნდა დაეხმაროს მაყურებელს ფიქრში, ანალიზსა და სწორი ინფორმაციის მიღებაში აღნიშნულ თემებზე.

თემატური მიმართულებები:

  • რატომ არის ევროინტეგრაცია საქართველოსთვის აუცილებელი არჩევანი?
  • როგორ ცდილობს რუსული პროპაგანდის მანქანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას?
  • რა როლი აქვს დასავლურ მხარდაჭერას ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებაში?

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ივნისი.

სრულად წაკითხვა