პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა

1 hour ago 3

1

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მწერალთა სახლი“ ავრცელებს.

მწერალი, გიორგი კეკელიძე, წერს:

ტარიელ ჭანტურია წასულა კაფე ამბასადორში. დგას ტარიელი და ეკითხება იმას, ვინც იქ დახვდა:

,,კონიაკს დალევ?”

ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს, სოფელ სუფსაში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.

მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

სრულად წაკითხვა