პოლიომიელიტი, ფაქტები, რა უნდა იცოდეთ – ვირუსი აღწევს ნერვულ სისტემაში და უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ზურგის ტვინის ან თავის ტვინის ნერვებს

1 week ago 7

პოლიომიელიტი – მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. ვირუსი აღწევს ნერვულ სისტემაში და უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ზურგის ტვინის ან თავის ტვინის ნერვებს.

პოლიოს ყველაზე მძიმე ფორმამ შესაძლოა სწრაფად გამოიწვიოს დამბლა, სუნთქვის პრობლემები და ზოგჯერ სიკვდილი.

• ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის ძირითადად ფეკალური გზით, დაბინძურებული წყლით ან საკვებით, წვეთებით – ინფიცირებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს. ვირუსი ბინადრობს ინფიცირებული ადამიანის ყელსა და ნაწლავებში.

• ადრეულ ბავშვობაში ჩატარებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი უზრუნველყოფს სიცოცხლის განმავლობაში დაცვას.

• პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 2, 3, 4, 18 თვის და 5 წლის ასაკის ბავშვებში.

• გაითვალისწინეთ, დაავადებული ადამიანის განკურნება პოლიომიელიტისგან არ ხდება, მისი თავიდან აცილება მხოლოდ ინფიცირებამდე ჩატარებული ვაქცინაციითაა შესაძლებელი.

სრულად წაკითხვა