WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციას მძიმე შეფასებებით მოიხსენიებს და მას ტოქსიკურს უწოდებს:

მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ რომ იტყვიან ჰოკეის ანგარიშით მოუგო.

პოლიტიკას უხდება შემართება, მაგრამ არანაირად არ უხდება ტოქსიკურობა. ოპოზიციაში კი ეს აქამდე ვერ შეიგნეს, და ვინძლო ვერასოდეს შეიგნებენ.

მკითხავთ რატომ?

ალბათ იმიტომ რომ ბუნებრივ ტოქსიკურობას შეძენილი დაამატეს და ქცევის ნორმად გაიხადეს.

ტოქსიკური პოლიტიკოსები და პარტიები კი საქართველოში ყოველთვის ცუდად ამთავრებდნენ. ასე იქნება ეხლაც“, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.