პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ჟურნალისტების დაპატიმრება კანონი კი არა, ავტორიტარული პარანოიაა – სალომე ზურაბიშვილი

3 hours ago 4

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ექხმაურება და აღნიშნულს გადაწყვეტილებას “სუფთა ავტორიტარულ პარანოიად” აფასებს.

ტერორი საქართველოში: რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ! – წერს სალომე ზურაბიშვილი.

„ჟურნალისტების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაპატიმრება კანონი კი არა, სუფთა ავტორიტარული პარანოიაა!“ – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სრულად წაკითხვა