სააგენტო "პარალელი"
“პოლიტიკოსი ქალები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შევხვდით” – ნანა ტოხვაძე
26 ივნისს საქართველოს პოლიტიკოსი ქალების სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიურ კორპუსთან. “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ასევე ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, რის თაობაზეც კონკრეტული განმარტებები გააკეთა სოციალურ ქსელში:
“დღეს პოლიტიკოსი ქალები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შევხვდით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე პოლიტიკური პატიმრობის პირობებში და იმ რისკებზე, რომელიც მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეიძლება შეექმნას.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში, მათ შორის, ქალების როლი წინააღმდეგობის პოლიტიკურ და სამოქალაქო მოძრაობაში, აქტივისტებისა და ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევები და ზეწოლის პრაქტიკა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დემოკრატიული პროცესების, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პოლიტიკოსი ქალები მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს ფორმატში მუშაობას“, – წერს ნანა ტოხვაძე.
“პოლიტიკოსი ქალები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შევხვდით” – ნანა ტოხვაძე
პარალელი

1 month ago
49







English (US) ·
Georgian (GE) ·