პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

2 hours ago 3

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები – ამ თემებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან. მეხუთე პრეზიდენტის და დიპლომტიური კორპუსუსის საგანგებო აუდიენცია წუთი-წუთზე იწყება.

ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მის ოფისში ევროკაშირის ელჩი და წევრი სახლმწიფოების დიპლომატები მიდიან. ადგილზე უკვე იმყოფებიან გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, რუმინეთის, ლიეტუვის და ესტონეთის დიპლომატები. ზურაბიშვილის ოფისში მივიდნენ პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

“ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დღეს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე გაამახვილებენ. იმსჯელებენ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების საპირწონედ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ივანიშვილის რეჟიმი სულ უფრო მეტ კონსოლიდაციას ახდენს ავტოკრატიული მმართველობის და პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცდილობს, მოახდინოს დიქტატურის კონსოლიდაცია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვისაუბროთ ერთად და ვიმუშაოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა, ქვეყნის ევროპული მომავალი და დემოკრატიული განვითარები თეორიული შესაძლებლობაც კი. ისეთი რეპრესიული კანონების მიღება ხდება, რა თქმა უნდა, ამ უფლებამოსილების შეწყვეტა, რასაც მე ველოდი პარლამენტის მხრიდან, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილმა ბოლომდე გადაწყვიტა, დახუროს ქვეყანა, გააფორმოს დიქტატურა, რუსული, პუტინის ტიპის ავტოკრატიული მმართველობა საქართველოში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ შეეგუება არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო მეგობრები,- ამბობს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა.

სრულად წაკითხვა