პოლიციამ 2 დეკემბერს, 07.00 საათზე გამთენიისას კვლავ დაარბია აქცია, სასტიკად გაუსწორდა მომიტინგეებს და დააკავა მათი ნაწილი.
პოლიცია მეტროში შეყვა მომიტინგეებს და სასტიკად გაუსწორდა. ამ გზით მომიტინგეები ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ.
1 დეკემბერს თბილისში სამ ადგილას გაიმართა აქცია – საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც მომიტინგეები ითხოვდნენ ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას, ასევე ყოველდღიურად ეთერის დათმობას საზოგადოების წამომადგენლებისთვის, ასევე ბიძინა ივანიშვილის სახლთან და პარლამენტთან.
საბოლოოდ ყველა აქციის მონაწილე პარლამენტთან შეიკრიბა.
მობილიზებული იყო სპეცრაზმიც, რომელმაც წინა დღეებისგან განსხვავებით, წყლის ჭავლით გამოყენება მალევე, დაახლოებით 21.00 საათზე დაიწყო.
ამის შემდეგ პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი და მხუთავი აირი, როს გამოც მომიტინგეებმა დატოვეს პარლამენტის ტერიტორია და გადაინაცვლეს ოპერასთან.