პოლიცია ჩხრეკას ატარებს ილიაუნის ლექტორის სახლშიც

2 weeks ago 16

პოლიციელები მოწმის და ადვოკატის გარეშე ჩხრეკას ატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ საბა ჯაჯანიძის სახლშიც.

„საბა ჯაჯანიძის ბინაში გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე (გადაუდებელი აუცილებლობა) ტარდება საგამოძიებო მოქმედება (ბინის ჩხრეკა) მოწმის და ადვოკატის გარეშე. ადვოკატის მოსვლამდე გადავიღე ეს ლაივი. საბა არის ჩემი მეგობრის, ანა კვანჭილაშვილის მეუღლე“, — წერს „ფეისბუქზე“ იურისტი თამარ გურჩიანი.

მანამდე ანა კვანჭილაშვილმა დაწერა, რომ დედამისის სახლში მივიდა ლურჯ ფორმაში ჩაცმული 5 ადამიანი და უთხრა, რომ გაზი უნდა შეემოწმებინათ.

„არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები. თქვენ მე დაგასრულებთ ამ ტერორისთვის! დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი. გულის შეტევა აქვს დედაჩემს. სასწრაფო გამოვუძახეთ“, — წერს ანა კვანჭილაშვილი.

დღეს დილიდან პოლიცია შევიდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. დააკავეს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრები ნიკა გვარამია და გელა ხასაია, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი ზვიად ცეცხლაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

სრულად წაკითხვა