პოლიციამ ლადო აფხაზავას საქმეზე გამოძიება დაიწყო 

1 week ago 22

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს თავს 5 მაისს დაესხნენ საკუთარ სახლთან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული, ან დააკავა თუ არა პოლიციამ დამნაშავე, გვიპასუხეს, რომ “ჯერ არა”. 

ამასობაში ლადო აფხაზავას თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან კვლავ მივიდა მაშინ, როცა პედაგოგთან “ტვ პირველი” იმყოფებოდა. 

პედაგოგის თქმით, თავდასხმა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელ სახლთან 5 მაისს, 19.00 საათზე მოხდა. აფხაზავა თავდასხმას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს, რადგან ესწრება საპროტესტო აქციებს და სიტყვითაც მიმართა დემონსტრანტებს. 

სრულად წაკითხვა