პოლიციამ პარალამენტთან ჟურნალისტებს სცემა, მოქალაქეების ნაწილი კი დააკავა

2 hours ago 2

1

გომელაურის დაჯგუფებამ პარალამენტთან ჟურნალისტებს სცემა, მოქალაქეების ნაწილი კი დააკავა. სამსახურეობრივი მოვალეოების შესრულების დროს დაზიანებები “პუბლიკას” რეპორტიორს, ნათია ლევერაშვილს მიაყენეს – აგინეს და თმით ათრიეს.

ძალიან დიდი პრესბარათი მეჭირა, მეკავა ფოტოაპარატი. როცა მოგვაწვნენ, რომ გადადით ტროტუარზეო, ყოველთვის ვემორჩილები ხოლმე, დავემორჩილე, გადმოვედი, მოგვაწვნენ და მე ვიფიქრე, ცოტა გავერიდები,-თქო, თან ზედხედის გაადღება მინდოდა, რამდენნი იყვნენ, ავედი ღობესთან რომ შემაღლებულია. ჩამომიღო შსს-ს თანამშრომელმა, მწვდა თმაში ყურიანად, მომიფრიალა. რატომ მირტყამ, -მეთქი და მე არ დამირტყიაო. ჩავებღაუჭე, ხელი მკრა და რომ გავიხედე, მერე უკვე ზურა და ჩვენიანებიც დავინახე. გამომაცალეს იქიდან, წამომიყვანეს, – ამბობს ლევერაშვილი. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიცია მათ პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა, რათა შემდეგ ვინმე დაეკავებინათ.

ქუჩაზე დადგომის საშუალება არ მოგვცა თვითონ პოლიციამ. წამოვიდა შავებშ ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანების ჯგუფი, ალბათ გდდ-ს თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც იყვნენ ძალიან აგრესიულები, ძალიან უზრდელუად მიმართავდნენ ადმაიანებს, ვინც ახლოს იყო, მიაწვნენ, ფაქტობრივად, იძალადეს ჟურნალისტებზე. უნდოდათ, რომ ვინმე წამოეგოთ ამ პროვოკაციაზე, გაენერვიულებინათ და შემდეგ დაეკავებინათ ისე, როგორც მოხდა მზია ამაღლობელის დაკავება. სხვათა შორის, ერთი ჟურნალისტის დაკავება უნდოდათ, მაგრამ არ მივეცით ამის საშუალება. დღეს რაც ვნახეთ, ეგეთი აგრესიულები ჟურნალისტების მიმართ… კიდევ სხვა ეტაპზე ვართ გადასულები, – ამბობს აქციის მონაწილე. (ტვ პირველი)

სრულად წაკითხვა