პოლიციამ პარლამენტის უკანა ტერიტორია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა

2 weeks ago 12

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებენ.

ამ წუთებში, [21:45] განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც უკან წყლის ჭავლის მანქანა მიუძღვის პარლამენტის უკანა ტერიტორიას მოქალაქეებისგან წმენდნენ. ქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ პარლამენტის უკან მდებარე სკვერსაც.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ის თანამსრომლები ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს.

რუსული კანონის მეორე სასესიო განხილვის პარალელურად, თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობდა.

სრულად წაკითხვა