პოლიციამ რუსთაველზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

2 days ago 4

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას აზუსტებს. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულია ყველაზე ცოტა, 4 ადამიანი.

პოლიციის განმარტებით, დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნაზე წინააღმდეგობა გაწიეს.

პარლამენტთან მოქალაქეები საქართველოს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მისთვის წითელი ბარათის საჩვენებლად შეიკრიბნენ. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედია კი სპეციალურად მოწყობილ პრესცენტრში ეკრანიდან ადევნებდა თვალს.

ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევს როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისი პარტნიორთა დიდი ნაწილი.

სრულად წაკითხვა