პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, ვითარება პერიოდულად იძაბება ჭიჭინაძეზე

1 month ago 28

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, რომელსაც დემონსტრანტების მისამართით პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან უშვებენ.

პერიოდულად იძაბება ვითარება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანაშრომლები არიან განლაგებულები. მიყვანილი სპეციალური ტექნიკა.

წყლის ჭავლის გამოყენებამდე, აქციის მონაწილეები პროტესტს პარლამენტის წინ, ლითონის კონსტრუქციაზე ხმაურით გამოხატავდნენ დემონსტრანტებიდან ერთეულები პარლამენტთან ამაღლებებზეც ადიოდნენ.

ნახევარი საათია ჭავლი არ წყდება. საპასუხოდ დემონსტრანტები პიროტექნიკას ისვრიან. პოლიცია ჯერ ადგილზე რჩება, მათ გზის გაწმენდა არ დაუწყიათ.

აქციის დაწყებისას კომენტარი გააკეთა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ და გააფრთხილა აქციის მონაწილეები „არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს“.

სრულად წაკითხვა