პოლიციელთა ცრუ ჩვენებები – ამტკიცებენ, რომ ნაცემი მივიდა მათთან – საბა სხვიტარიძის ადვოკატი

2 weeks ago 7

2

საქმის მასალების მიხედვით, ოქმში პოლიციელები ამტკიცებენ, რომ კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე ნაცემ მდგომარეობაში დაკავების ადგილას თავად მივიდა. სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ სხვიტარაძეს განუმარტეს, რომ პოლიციელებ იყვნენ.

ადვოკატი ბრალდების დადგენილებას ცოტა ხნის წინ გაეცნო. სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ 3-მა პოლიციელმა – მირიან ქავთარაძემ, მიხეილ წიკლაურმა და ლუკა ჯინჭარაძემ ცრუ ჩვენება მისცეს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დაიწყონ გამოძიება ძალადობაზე და პასუხისგებაში მისცენ ცრუ მოწმეები.

“მყავს მოწმეები, თუ როგორ დააკავა პატრულის თანამშრომელმა თბილისის, ქალაქგარეთ, თუმცა აქ წერია, რომ დაკავების ადგილას თვითონ მივიდა საბა ნაცემი, მაშინ, როცა უამრავი მოწმე არის, რომ პატრულ-ინსპექტორებმა მოიტაცეს ეს ადამიანი და გადაუსვეს სხვა პოლიციელებს მანქანაში. 3 მოწმე არის წარმოდგენილი, მათ შორის არის მირიან ქავთარაძე, დაზარალებული, რომელიც განმარტავს, რომ იგი გამოცხადდა ადგილზე და განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციელები, თუმცა აქ საქმეში არის წარმოდგენილი 29 წამიანი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დისკი, მაგრამ მინდა მივმართო ბრალდების მხარეს, რომ ჩვენ გვაქვს საათობით ამოღებული დისკი, სადაც არც მირიანი, არც ბატონო მიხეილ წიკლაური და არც ბატონი ლუკა ჯინჭარაძე, რომლებიც არიან პოლიციელები, არ განუმარტავთ, რომ იყვნენ პოლიციელები, აძლევენ ცრუ ჩვენებას გამოკითხვის ოქმში და ამბობენ, რომ გამოცხადდნენ ადგილზე და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები. ჩვენ გვაქვს უწყვეტი კადრები, ამ ადამიანების გადაადგილებსი და მოქმედების, სადაც ისინი გამოცხადების დროს არ განმარტავენ, რომ ისინი არიან პოლიციელები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ბრალდების მხარეს, თავის დროზე დააკორექტიროს ბრალი. მოვუწოდებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყონ გამოძება ძალადობაზე და პასუხისგებაში მისცენ ცრუ მოწმეები”, – ამბობს ადვოკატი. 

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი და სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელსაც სამართალდამცველებმა ხელბორკილები 5 დეკემბერს, ზესტაფონის ტერიტორიის მიმდებარედ დაადეს, სასტიკად არის ნაცემი.  საბა სხვიტარიძეს ბრალი უკვე წარუდგინეს

სრულად წაკითხვა