პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

4 days ago 8

პო­ლო­ნეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ემსხვერ­პლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას “მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან” ავ­რცე­ლებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი დედოფლისყაროდანაა.

გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და. მათი მან­ქა­ნა ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი­ვე მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მათივე თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების პროცედურების მოგვარებას ცდილობენ.

სრულად წაკითხვა