WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პოლონეთის ხელისუფლებამ მეორე ეჭვმიტანილის, 22 წლის საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მას ბრალად ედება ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი მხატვრის, რობერტ კუზოვკოვის (იგივე სემიონ სკრეპეცკი) მკვლელობაში „ხელშეწყობა“.

„სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით სამი თვით პატიმრობა შეუფარდა“, — დაწერა X-ზე პოლონეთის მინისტრმა და სპეციალური სამსახურების კოორდინატორმა, ტომაშ სემონიაკმა 22 ოქტომბერს.

დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლონეთის ხელისუფლება იტყობინებოდა ივნისში, რომ კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც „საქართველოს პასპორტით სარგებლობდა“.

რობერტ კუზოვკოვი 15 ივნისს, დილით, პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლასკაში „უცნობმა პირმა“ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კუზოვკოვმა პოლონეთში თავშესაფარი 2021 წელს მიიღო. ის ცნობილი იყო ვლადიმირ პუტინის, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს კარიკატურებით.

აღნიშნულ დაკავებებამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ისინი გაათავისუფლეს, რადგან დანაშაულთან მათი კავშირი არ დადასტურდა.

This post is also available in: English