პოლონეთში ძვირადღირებული ჩანთების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 35 წლის კაცი სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როცა მოპარულ ჩანთებს ლომბარდში აბარებდა. რომელი ბრენდი გაქურდა ქართველმა კაცმა, ადგილობრივი მედია არ წერს, მაგრამ პოლიციამ სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგად ნახა რა გზით გამოჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცს მაღაზიიდან ძვირადღირებული ჩანთები. საქართველოს მოქალაქე ნივთებს მაისურის ქვეშ მალავდა.