“პრეზიდენტ ზელენსკის ტრიუმფი ვაშინგტონში!” – მიხეილ სააკაშვილი

3 days ago 8

ტრამპი-ზელენსკის აშშ-ში შეხვედრას და გამართულ მოლაპარაკებებს განსაკუთრებით პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

პრეზიდენტ ზელენსკის ტრიუმფი ვაშინგტონში!

ტრამპი – ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას. უპრეცედენტო შეხვედრაზე მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკის და ევროპის სამხედრო თავდაცვის გარანტიების მიცემა, რაზეც ტრამპი და ევროპელები შეთანხმდნენ და ეს ნიშნავს ნატოს სამოკავშირეო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ტიპის დაცვის მოპოვებას.

პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს, ვინაიდან რუსეთის ბიუჯეტში ისტორიაში ყველაზე დიდი დეფიციტია. ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა უკრაინაა შეტევაზე. უბრალოდ, პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს.

თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სრულად წაკითხვა