
ბალტიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში 26 მარტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიას ესტუმრა, სადაც ლატვიელ კოლეგას ედგარს რინკევიჩს, სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას და ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
„შევხვდი პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. გმადლობთ, რომ დგახართ საქართველოს გვერდით ამ გზაზე!” დაწერა ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ X-ზე.

ზურაბიშვილი ასევე შეხვდა სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის.

25 მარტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას ეწვია, სადაც პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, პარლამენტის სპიკერს საულიუს სკვერნელისს, ვიცე-სპიკერს რადვილე მორკუნაიტეს და რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის ლაურინას კასიუნასს, ჟიგიმანტას პავილიონისს და ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა. იგი ასევე სიტვით გამოვიდა ლიეტუვის სეიმში.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/03/2025 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტს: საქართველო „ეგზისტენციალური გამოწვევის“ წინაშე დგას
- 20/03/2025 – სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ლიდერებს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
- 27/02/2025 – სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარმოადგინა
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
25/03/2025 - 19:30
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტს: საქართველო „ეგზისტენციალური გამოწვევის“ წინაშე დგას
24/03/2025 - 14:18
მიხეილ ყაველაშვილმა უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო
20/03/2025 - 15:52
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ლიდერებს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
27/02/2025 - 17:46
სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარმოადგინა
20/02/2025 - 16:54
ზურაბიშვილი: „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწიოს
18/02/2025 - 20:21