პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ დღეს გამართა კონსულტაცია და ხვალაც შეკრებს პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა „ერთად ვმართოთ პროცესის ის პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიზანი ახალი არჩევნების ჩატარებაა, რადგან „არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი“.
ზურაბიშვილი პრეზიდენტად დარჩენას აპირებს, „რადგან არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს; მაშასადამე, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც უნდა შემცვალოს მე“.
„ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, დამოუკიდებლობასა და რაც მთავარია თავისი განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/11/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია
- 28/11/2024 – პრეზიდენტი „საკონსტიტუციო გადატრიალების“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური)