პრეზიდენტის ულტიმატუმი და ვადა ოცნებას 29 დეკემბრამდე

5 hours ago 2

3

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის სიტყვით გამოსვლისას, ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, ამბობს, რომ ერთკვირიან ვადას აძლევს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, ხელახალი არჩევნების თარიღის დასანიშნად. იგი ამბობს, რომ ახალი არჩევნები 29 დეკემბრამდე უნდა ჩაინიშნოს.

“მოვიდნენ სასახლეში და ვისაუბროთ” – ამბობს იგი და დასძენს, რომ ხვალ საღამოს სასახლიდან გაავრცელებს ვიდეომიმართვას, რადგან, არამხოლოდ სცენა, არამედ, ხმაც დააპატიმრეს.

სალომე ზურაბიშვილმა, ტექნიკურ პრობლებამდე, ხალხთან მიმართვისას, ასევე თქვა:

არ გინდათ არც ყვირილები, არც სალომე, სალომე, არც არაფერი.

ეს არის სიმბოლური ადგილი, აქ, ამ სკოლაში სწავლობმა მამაჩემი. ილია და აკაკი გვიყურებს და უყურებენ ამ ახალ საქართველოს, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით, რომელიც ხვალ, ზეგ, იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან ევროპული საქართველო. ამას ვერავინ გააჩერებს.

მართალია, თქვენ აქ რაღაცა 300 კაცი ხართ, მართალია, დაგვიპატიმრეს სცენა, თუ მიკროფონები, თუ რაც შეიძლებოდა და ორჯერ, მართალია, მე დამპირდნენ, გისოსების უკან ვიქნებოდი მალე, მაგრამ, ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფებს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთნ დაპირისპირება, ეს არის ტყუილი, ბევრ ტყუილს შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება. 

სრულად წაკითხვა