პრეზიდენტმა ბაიდენმა პენტაგონს დაავალა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა

12 hours ago 2

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა შობის დღესასწაულზე, 25 დეკემბერს უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულ შეტევას.

თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაიდენი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიზანია ზამთარში უკრაინელ ხალხს წართვას ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომა და საფრთხე შეუქმნას უკრაინის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ის რუსეთის აგრესიაზე არ გაიმარჯვებს.

ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუგზავნა საჰაერო თავდაცვის ასეულობით რაკეტა და კიდევ უფრო მეტი გზაშია. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა.

სრულად წაკითხვა