პრემიერ-მინისტრი აშშ-ს რევოლუციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

2 weeks ago 8
წყარო: Frontnews

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს 2 მაისის განცხადება, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ევრო-ატლანტიკური მომავლის ერთგულებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოხატა ხეილსუფლების რიტორიკისა და ანტი-დემოკრატიული კანონმდებლობის თაობაზე, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. კობახიძემ ცალსახად დაადანაშაულა აშშ 2020-2023 წლებში „აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით“ ორი რევოლუციის მოწყობის მცდელობაში და განაცხადა, რომ ამ მცდელობების წარმატების შემთხვევაში, დღეს საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი იქნებოდა გახსნილი.

კობახიძე თავის განცხადებაში წერს, რომ მრჩეველ შოლესთან საუბრისას მან განუმარტა მას „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული მცდარი განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტისა და ქუჩის აქციების შესახებ“, რაც, მისი თქმით, „გვახსენებს მსგავს ყალბ სტანდარტებს, რომლებსაც აშშ-ის ყოფილი ელჩი 2020-2023 წლებში იცავდა და რომლებიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის ხელშეწყობას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ამ ფონზე ურთიერთობების აღსადგენად განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, რაც სამართლიანი და პატიოსანი მიდგომის გარეშე შეუძლებელია“.

„მე არ გამოვთქვი შეშფოთება ბატონ შოლესთან ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი ჩახშობის თაობაზე“, – დასძინა კობახიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა