“პრემიერის ეს “უპასუხობა” და “უცოდინრობა” საკმარისი თანამდებობრივი გულგრილობა და უპასუხისმგებლობაა იმისთვის, რომ მინიმუმ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს” – არჩილ გამზარდია

1 day ago 3

მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის მიერ მედიასთან გაკეთებულ განმარტებებს მწვავე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

პრემიერი, რომელიც ვერ პასუხობს, რა აქვს შსს-ს ინსტრუმტარიუმის და ლაბორატორიის კუთხით, რომელიც ვერ პასუხობს, რას იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ, როგორ ფორმაში, რამდენად საშიშს და ა.შ. ეს “უპასუხობა” და “უცოდინრობა” საკმარისი თანამდებობრივი გულგრილობა და უპასუხისმგებლობაა იმისთვის, რომ მინიმუმ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს და შესაბამისად გადადგეს“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

სრულად წაკითხვა