UFC-ის ლეგენდამ, მაიკლ ბისპინგმა კომენტარი იმაზე გააკეთა თუ რამდენად შეინარჩუნებენ საჩემპიონო ქამარს 2025 წელს ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.
ბისპინგს მიაჩნია, რომ მერაბი უმარ ნურმაგომედოვს დაამარცხებს და მომავალ წელს საჩემპიონო ტიტულს არავის დაუთმობს.
ლეგენდა ანალოგიურად ფიქრობს ილია თოფურიაზეც. ილიას მომდევნო მეტოქე ჯერ არ ვიცით, თუმცა მაიკლი თვლის, რომ ტიტულს არც მეორე ქართველი დაკარგავს.