პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაური მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

4 hours ago 1

25 ნოემბერს, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაური მოსამართლე დავით მგელიაშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

გიგაურს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ის ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ პატიმრობის ვადა გაუგრძელა.

“თავს დამნაშავედ არ ვთვლი, ვეთანხმები, რომ ნამდვილად განვახორციელე ქმედება, რაც ვიდეოზეა, მაგრამ თავდასხმის ქვეშ ვიყავი, რაც შევძელი და როგორც შევძელი, ის ქმედება განვახორციელე. ჩემთვის საქართველო ღირსების საკითხია. ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ფარი, ჭანჭიკი ვარ. სანამ ცოცხალი ვიქნები, ვიბრძვი და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის. მუნდირის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კლასელებიდან დაწყებული, ყველა, ჩემი გარემოცვა პოლიციელია, როგორ მექნება ამასთან შეუთავსებლობა” – განაცხადა სასამართლოზე გიგაურმა. 

გიგაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის,  ანატოლი გიგაური ქარელიდანაა. წლების განმავლობაში, მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის საიდუმლო სამსახურში. იბრძოდა ავღანეთში.

სრულად წაკითხვა