რა არის პროთეზი?
პროთეზი, მაგალითად, ხელოვნური ხელი ან ფეხი, სხეულის ნაწილის შესაცვლელად გამოიყენება.
ადამიანებს, რომლებმაც ტრავმისა თუ ავადმყოფობის გამოდაკარგეს კიდური ან კიდურების გარეშე დაიბადნენ, პროთეზი მობილურობისა და ფუნქციონირების აღდგენაში ეხმარება.
ამ დამხმარე საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ უკეთ გადაადგილდნენ, შეასრულონ ყოველდღიური ქმედებები და იცხოვრონ დამოუკიდებლად. დამხმარე საშუალებებზე წვდომა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს იმუშაონ, ჩაერთონ საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი მომსახურების მიღება:
1. ქვედა კიდურის პროთეზირება
2. მუხლს ქვედა პროთეზი
3. პროთეზი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ამოსახსვრისას
4. მუხლს ზედა პროთეზი
5. ზედა კიდურების პროთეზირება
6. იდაყვის ქვედა პროთეზი
პროთეზებისა და ორთეზების მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ორგანოებში:
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. მისამართი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 9 (პირველი სართული).
2. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო?
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. გასათვალისწინებელია რომ შშმ პირის სტატუსის მოწმობა არ სჭირდება პენსიონერს.
3. პირველადი პროთეზირების შემთხვევაში საჭიროა ფორმა IV-50/2 ასლი, სადაც ეწერება „ესაჭიროება პროთე¬ზირება“. შემდგომ პროთეზირებაზე საჭიროა ფორმაIV-100/ა ას¬ლი, სადაც ეწერება „ესაჭიროება პროთეზირება“.
ორივე ფორმის მიღება შესაძლებელია პაციენტის უბნის პოლიკლინიკაში.
4. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).