პროკურატურა გვარამიას მიმართ 30 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

4 days ago 6

2

ფოტო – მთავარი არხი

პროკურატურა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. შუამდგომლობა საქმის პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენა.

შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ნიკა გვარამიას გუშინ ბრალდება წაუყენა, დღეს კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

თავად ნიკა გვარამია კი პროცესზე პოპკორნით მივიდა, რის შემდეგაც შესვენება გამოაცხადა.

“პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სრულად წაკითხვა