პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა

2 months ago 48

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დააკავეს 8 პირი, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისთვის მომზადება ედებათ ბრალად. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახეთ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, რვავე დაკავებულს აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან და ასევე სხვადასხვა ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – “კოკაინი”, “მდმა”, “მარიხუანა”, “ექსტაზი” “ლსდ”, “პსილოციბინი”, “ალფა პვპ”, “მეფედრონი” და ფსიქოტროპული ნივთიერება “კეტამინი” ამოიღეს”, – ვკიტხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულებზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას მომავალშიც განაგრძობენ.

სრულად წაკითხვა