დღეს, 2025 წლის პირველ იანვარს თბილისში კვლავ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის გამო – ეს პროტესტის 35-ე დღეა.
მას შემდეგ რაც თბილისში მოქალაქეები, რომლებიც ხელახალ არჩევნებს და აქციებზე დაკავებული მოაქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ, ახალი წლის დადგომას რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, საღამოს კვლავ შეიკრბნენ გასაპროტესტებლად.
უწყვეტი პროტესტის მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს.
ანტირუსულ დემონსტრაციებზე პოლიციამ ასობით მოქალაქე დააკავა – მათი უმრავლესობა ადმინისტრაციულ სამართლადაღვევათა კოდექსით და მათ სასამართლომ ჯარიმა, რამდენიმეს კი რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა დაახლოებით 44 დემონსტრანტი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსით და მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულტა შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, ექიმი და სხვა პროფესიის მოქალაქეები.
დემონსტრაციებზე მშვიდობიამი მომიტინგეების დარბევის და დემოკრატიის ხელყოფის გამო აშშ-მა დაასანქცირა “ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. სავიზო შეზღუდვა დაუწესა 100-ზე მეტ მაღალჩინოსანს. რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმაც.