5 იანვარს, პროტესტის 39-ე დღეს აქციები დაგეგმილია დედაქალაქსა და რეგიონებში. მოქალაქეები თვეზე მეტია ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
5 იანვრის პროტესტების განრიგი:
თბილისი:
19:00 საათი, მორიგი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. “დღის ეთერი ხალხს!”
საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:30 საათი, “კაცების” ფანების მარში
რესპუბლიკის მოედანი
19:00-22:00 საათი, შევაგროვებთ და დავარიგებთ საჩუქრებს!
რუსთაველზე, ნაძვის ხესთან
19:00-22:00 საათი, ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს!
ვეკუას 3ა
ქუთაისი:
19:00, კი ევროპას, არა რუსეთს!
მერიის წინ
ბათუმი:
19:00, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 39-ე დღე
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
19:00, ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ