პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

1 day ago 5

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ – “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება.

აკადემიურ საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებები იმ ფორმით, რომელსაც ივანიშვილის გუნდი აკანონებს, “უნივერსიტეტების ავტონომიას ფიქციად აქცევს და გამოფიტავს.“

პროფესორებისთვის გაუმართლებელია იმ საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმება, რომელიც სრულად ჯდება უმაღლესი განათლების ხარისხის სტანდარტებთან, რადგან ასე იკარგება კონკურენციაც და ხარისხიც.

უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპის დარღვევაზე საუბრობს კონსტიტუციონალისტი, კოტე ჩოკორაია.

გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ასეთი დაჩქარებული წესით, ყოველგვარი თანამონაწილოების და ჩართულობის გარეშე, პირდაპირ არღვევს უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპს, არ იძლევა საშუალებას უნივერსიტეტის იდეა განხორციელდეს, რომელიც პრიველ რიგში გულისხმობს, რომ აკადემიურის საზოგადოების მონაწილეობით ხდება, უნივერისტეტის განვითარება, პროგრამების შექმნა, აქ ცალსახად სახელმწფიო იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. ასე ხელაღებით გადაწყვეტა იმის, რომ 1 უნივერსიტეტს 1 პროგრამა ჰქონდეს, მთლიანად უნივერსიტეტის არსისთვის არის პრობლემური, იმიტომ, რომ ინტერდისციპლინირებულობაა მნიშვნელოვანი, – ამბობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

პროფესორი მარინა მესხი დარწმუნებულია, რომ “თსუ ვერ შეძლებს ამხელა ქვოტირების გაზრდას და ასევე აკადემიურობის ხარისხის უზრუნველყოფას.“

თსუ ვერ შეძლებს ამხელა ქვოტირების გაზრდას და ასევე აკადემიურობის ხარისხის უზრუნველყოფას. არ შეიძლება განათლების და ზოგადადა აკადემიური სივრცის მოწყობის მთავარი მიზეზი იყოს ეკონომიკური. ის თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისაგან. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, სახეზე გვაქვს ორივე ინტერესეი, – აცხადებს მარინა მესხი.

იურისტი გოგა ხატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ “განათების ახალი რეფორმა არა თუ შეესაბამება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს, არამედ ეწინააღმდეგება.“

ფაქტობრივად, ეს რეფორმა არა თუ შეესაბამება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს, არამედ ეწინააღმდეგება. ასეთი მასშტაბური რეფორმა, გაუმჭვირვალედ, შესაბამისი კვლევებისა თუ დარგის სპეციალისტების, განსაკუთრებით პროფესორ-მასწავლებელბის ნამდვილი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს არის ძალიან მასშტაბური და ხისტი ჩარევა, თავად უნივერსიტეტის ავტონომიაში, – აცხადებს გოგა ხატიაშვილი.

სრულად წაკითხვა